Saturday, October 10, 2009

დევნილი ბავშვები მსოფლიოს გარშემო



პროექტის სახელი.დევნილი ბავშვები მსოფლიოს გარშემო.
პროექტის მოკლე აღწერა. დედამიწის სხვადასხვა ადგილზე მცხოვრები საქართველოდან დევნილი ბავშვების დამეგობრება.
პროექტის სრული აღწერა. დევნილმა ბავშებმა შეძლონ ერთმანეთის გაცნობა მსოფლიოს გარშემო. ბავშვები გაუზიარებენ ერთმანეთს თავისი კუთხის კულტურას. ამავე დროს შეისწავლიან უცხო ენას და უცხოეთში მცხოვრეი ბავშვები კი ქართულს. ამ პროექტის დახმარებით უცხოეთში და საქართველოში მცხოვრები ქართველი მოზარდები დაუახლოვდებიან ერთმანეთს.
მონაწილეთა ასაკი.10დან–18 მდე. მე– 5; მე– 12 კლასის ჩათვლით.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში. ჯგუფერი სამუშაოები, დისკუსიები, ფოტოალბომის გაკეთება , ბლოგების შექმნა, მიმოწერა .
მოსალოდნელი შედეგები. უამრავი დევნილი ბავშვი შესძლებს თავის ტოლ ბავშვის გაცნობას მსოფლიოს გარშემო. გაუზიარებენ ერთმანეთს თავის კუთხის კულტურას, ტრადიციებს, სამზარეულოს და შეიძენენ უამრავ მეგობრებს. შესაძლებელი იქნება მათი სტუმრობა საქართველოში და ამავედ უცხოეთში.
სარგებელი სხვებისთვის.მეგობრობა სხვა ქვეყნებ შორის.
სამუშაო ენა. ქართული–ინგლისური.
ეროვნულ გეგმასთან კავშირი.
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყლელი პირობები ეროვნულ და ზოგად საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამყალიბებისათვის. ამასთან ერთად განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ ფიზიკურ უნარ–ჩვევებს, ასევე საჭირო ცოდნას,ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბ ებს ლიბერალურ და დემოკრატიული ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნოდიერებას და ეხმარება მათ ოჯახის ,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება მოვალეობის გაცნობიერებაში. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების ,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი რომ სწორად განსაზღროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები , და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.


პროექტის ფასილიტატორ. გაიანე პარამონოვა–ინაური.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა–gaianeinauri@gmail.com
:გაიანე ინაური.

ელ-ფოსტა:gaianeinauri@gmail.com